" მომენატრა შენს თმებში თითების სრიალი და მისი სურნელი... "-ნუგზარ სულაშვილის სახალისო პოსტი
 " მომენატრა შენს თმებში თითების სრიალი და მისი სურნელი... "-ნუგზარ სულაშვილის სახალისო პოსტი
საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში კურიოზულ შემთხვევაზე წერს, რომელიც თავად შეემთხვა:

"" ჩემო მონატრებავ და სიხარულო, მიმძიმს უშენობა. ყოველი წუთი ჯოჯოხეთში ყოფნის საუკუნეებს ითვლის. მომენატრა შენი ბოხი ხმის გაგონება და საოცარი სიტყვები - მე შენ მიყვარხარ.
ველოდები შენს დაბრუნებას სამშობლოში. ველოდები შენთან ჩახუტებას"
ეს შეტყობინება სმს-ით მივიღე მაშინ როცა მეუღლეს ჩემი მობილური ეკავა ხელში ფოტოს გადასაღებად. წერილი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა " მომენატრა შენს თმებში თითების სრიალი და მისი სურნელი... გელი სიხარულო.
აიი სად გადავრჩი... ცხოვრებაში პირველად გამიხარდა რომ მელოტი ვიყავი, თორე მომიწევდა ახსნა განმარტებების ჩაბარება :)
გოგონებო ნომრებს დაკვირვებით დახედეთ... მე კი გამიმართლა, მაგრამ ეს სმს-ი ვინმე თმაქოჩორას რომ მისვლოდა, შერჩებოდა თავზე თმა საერთოდ?"

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები