"გმირულად დაიღუპა" - ბანკის ძარცვის დროს დაღუპული პირი ირაკლი კაკაბაძის ორგანიზაციის წევრია
"გმირულად დაიღუპა" - ბანკის ძარცვის დროს დაღუპული პირი ირაკლი კაკაბაძის ორგანიზაციის წევრია
"საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი", - ამ პოსტს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით ახლავე, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცია. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები