მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა - დაიღუპა 25 წლის ბიჭი
მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა - დაიღუპა 25 წლის ბიჭი
მარნეული-სადახლოს გზაზე მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ "პირველს" შსს-ში უთხრეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები